Saturday, 25 September 2010

გამარჯობა :)

მინდა იქიდან დავიწყო რომ დიდი ხანი მინდოდა მქონოდა ასეთი გვერდი ))
იმედია თქვენც გამიზიარებთ თქვენ აზრებს... როგორი გამომივა არ ვიცი თუმცა ძალიან შევეცდები კარგი შთაბეჭდილება დავტოვო :)

ერთი ორი სიტყვით გეტყვით ჩემ შესახებ ...
 ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა(არ მინდა ძალიან ბანალურად გამომივიდეს , მაგრამ მართლა ასეა) .. თითოეული მოთხრობა თუ წიგნი ჩემში ძალიან ღრმად შემოდის... და ისევე ვდარდობ პერსონაჯებზე როგორც ჩემ მეგობრებზე... ვთვლი რომ ყველაზე მაგარი შეგრძნებაა და თუ არასოდეს გამოგიცდიათ თუ მენდობით ცადეთ :)...
 ასევე ჩემი გატაცებაა თეატრში სიარული <3 მიყვარს ბალეტი.. ულამაზესია და ყოველთვის ვბრაზდები როცა ბალერონებს ხუმრობენ თან ძალიან უშნოოდდდ !! ნუთუ ბალერონებში მარტო მოტკეცილ რეიტუზს ხედავენ??!!....(ეს არამარტო ბალეტზეა ხშირად ასე იცინის ბრბო ბევრ სხვა რამეზე... რაც ძალიან ძალიან მტკენს გულს...)
 მიყვარს წვიმა...ხშირად ვუსმენ...(შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ ეს მე ვარ)
 ვცდილობ სამყარო ლამაზად დავინახო და ჩემ პირად პრობლემებს გავუმკლავდე რაც სიმართლე გითხრათ ძალიან მიჭირს... ბევრი სიძნელეები მაქვს... თუმცა ვცდილობ სხვას არ დავანახო ჩემი სისუსტეები... ყველას ძალიან ძლიერი ვგონივარ და სულ ბედნიერი... აარადა რა სუსტი ვარრ... როცა ვიღიმი სულაც არ ნიშნავს რომ მეღიმება...
   ხოო)) კიდე მინდა ყველაზე მთავარი გითხრათ :) როგორც ზემოთ ვახსენე ბევრს ვკითხულობ , თუმცა არის რაღაცეები რაც აქამდე არ მიყვარდა.. ვერ ვხედავდი არ მესმოდაა... ეს დამანახა ჩემმა მეგობარმა !! რომელიც ძალიან მიყვარს ვ გ ი ჟ დ ე ბ ი ! შემიძლია ყველაფერი რაც დამჭირდება მოვუყვეე... ვიცი ყოველთვის კარგ რჩევას მომცემს :) ვიცი ყოველთვის თბილად შემხვდება.. არასოდეს ჩამაქნევინებს ხელსს.. ყოველთვის დამანახებს თავის შემართებას ცხოვრებისადმი.... და ამისთვის ძალიან დიდი დიდზე დიდი უდიდესზე ძლიერიი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ მეგობარ ეკოს :) დიდი მადლობა ეკო !.. (გვარს არ დავწერ... მთავარია ის რო წაიკითხავს მივხდება რომ მე მე ვარ და მასზე ვწერ...)
  მეგობრები ბევრი მყავს... :) ძალიან მიყვარს ყველა.. აიი მე მეგობრებათ იმათ ვთვლი ვისაც ჩემი უსიტყვოდ ემით ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობითაც... ჩემი მეგობარია პატარა პრინციც... რომელმაც ბევრი მასწავლა და დამანახაა...(ნუ გაგეცინებათთ!!) ჩემი მეგობარი იყო ნიკოც...რომელსაც არც ვიცნობდი.. უბრალოდ მიყვარდა... მასწავლა... აიი როგორ გითხათ არ ვიცი.. მეგობარს მე სულ სხვანაირად ვხედავ.. აი თითქმის ზუსტად ისე როგორც პატარა პრინცი ხედავდაა...
 
ვიცი ძალიან ბევრი ვილაპარაკე მაგრამ... ძალიან დიდი ვარ (შინაგანად  , თორე დიდობისთვის არც ასაკი მიჭყობს ხელს და არც გარეგნობა) და მიჭირს მოკლედ თქმა.. ვერ ვაყალიბებ .. ეგეც ალბათ ჩემი მინუსია .... მაპათიე თუ დიდი დრო წაგართვით ... კეთილი იყოს ჩვენი გაცნობააა!!!!!

მადლობა რომ წამიკითხეთ... :)*** <3

2 comments:

  1. მომეწონა შენი სული... ნუ რაც ჩანს :)

    ReplyDelete