rcheuliii !!!

 
rcheulshi iqneba yvelaperi rac miyvars :) rac chemtvis rcheulia.. leqsebi.. motxrobebii ...




ანა კალანდაძე - მოდიოდა ნინო მთებით


ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- მიუგებდა იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...










მე დავიბადე

მე დავიბადე...
სოფლის ბოლოს, მღვრიე წყალში გაჩნდა ბაყაყი,
დამშრალ გუბეში თავდაყირა ეყარნენ მთები,
კანკალებდა წყლის ზედაპირი,
მზე გუბის ფსკერზე მიმოდიოდა,
ნიავს მოჰქონდა შორი სიგრილე,
სველ ქვაში მშვიდად იწვა სიჩუმე
და სოფლის თავზე თხელი ნისლი გადადიოდა.

მე დავიბადე...
გველის წიწილამ გამოტეხა ქვისფერი კვერცხი,
სამყურა ბალახს დილის ნამი ჩამოეკიდა
და სიმრგვალეში ჩაიტია მთელი სამყარო.

მე დავიბადე...
მეზობლის ძაღლს სამი თეთრი ლეკვი ეყოლა,
დილის სიჩუმე გააყრუა ყვავის ბახალამ.

მე დავიბადე...
განთიადისას გაშალა მიწამ ნისლიანი თეთრი მკლავები
და ამით ალბათ, ჩემი მოსვლა ზეცას ახარა.

2.
არა,
დედამიწავ, შენ არა ხარ ჩემი მშობელი,
მე მოვდიოდი დასაბამიდან
და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.

3.
- ადამიანში ღმერთის ნება უნდა გაცხადდეს.
- როგორ, ბატონო, ჭიანჭველამ რა დააშავა?
ჭიანჭველაზე მეტი რითა ვარ...

4.
და ვიდრე მე აქ მოვიდოდი, ვარსკვლავი ვიყავ,
შენგან მილიონ სინათლის წლით დაშორებული,
ვენთე ზეცაში, სხვა ვარსკვლავებს ვაფენდი სითბოს,
მერე ჩავიწვი, მერე გავქრი, მერე გავქარდი.
მე მოვდიოდი შენს შესახვედრად
და შორი გზები გამოვიარე.

5.
განთიადისას შევიყარენით,
შენ თეთრი ნისლი გულზე გეფინა,
მე მომყვებოდა ზეცის წყალობა
და შემოვდექი შენს არსებაში,
და ისე, როგორც უცნობ საყვარელს,
შემომეგებე,
თეთრ ძვლებზე მიწის სამოსელი შემომახვიე
და შეურიგდა ჩემი სული შენს არსებობას -

მე დავიბადე...
განთიადისას შევიყარენით,
გაშალა მიწამ ნისლის მკლავები
და ამით, ალბათ, ჩემი მოსვლა ზეცას ახარა. goderdzi choxeli :X








* * *

ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.   otar chiladze :X:X:X










***


მზად ვარ გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.

(მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს).

სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ჰყვება თავის უბრალო ამბავს.
და სკამზე, როგორც ნანადირევი,
ჰკიდია შენი ლამაზი კაბა.                               otar chiladze <3










***


ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
სად გაქრა შენი ფერმკრთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.
ახლა მჭირდები.... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები....
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.
სად გაქრი.... საით გაჰყევი ქუჩებს....
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ....
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.
საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს-შენი ხმით სავსეს-
ვხვდები ცხცახით და გულისცემით.
მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვიუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.                    otar chiladze !!!









***


გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე ...... სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც....
შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.                      vgijdeebiiiiiiiii <3









__________________________________________________________________________________
 
კრწანისი


- ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! –



ტირის წითელი ყაყაჩო.



- ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! –



ტირის კრწანისის ველი.



და ბრძოლის ველზე სისხლსა ღვრის



სამასი საკვირველი.



- შემიშვით! - ტირის ბებერი,



ქართლის ბებერი მგელი.



- ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! –



ჭიხვინებს თათრის ცხენი...



და ბრძოლის ველზე აგდია



სამასი საკვირველი.             goderdzi choxeliii !!! chemi sevdis kaci <3










__________________________________________________________________________________

დედი, შენს ცრემლზე ია მოვიდა,

იაზე ჭრელი პეპელა დაჯდა;

დედი, ამ დილით მზე ამოვიდა,

სახსოვრად შენი საფლავი დამრჩა.

დედი, დღეიდან ობოლი მქვია,

ობლად ვეკუთვნი ქვეყანას მზიანს

და ვეფერები პატარა იას,

რომელზეც ჭრელი პეპელა დაჯდა.   goderdzi choxeli :X:X:X
yvelaze yvelaze gulshi chamwvdomi :) <3